ქალაქში ირაკლი ტაბაღუას ბანერები გამოჩნდა

2017-09-04 10:58:49

"ქართული ოცნება" ქვემო ქართლის მერობის კანდიდატებს მიმდინარე თვის ბოლო კვირას წარადგენს. კანდიდატების წარდგენის ცერემონიალი რუსთავში გაიმართება. საზოგადოებას ქვემო ქართლის მერობის კანდიდატებს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს. კანდიდატების სია კი ოფიციალურად ორ დღეში გახდება ცნობილი, ინფორმაციას "ქართული ოცნების" შტაბში ადასტურებენ.

აღსანიშნავია რომ ქალაქში, რუსთავის მერობის კანდიდატის, ირაკლი ტაბაღუას ბანერები უკვე გამოჩნდა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სიაში გარკვეული კორექტივები მოხდა, რის გამოც მერობის კანდიდატების წარდგენის პროცესმა მცირე დროით გადაიწია.