CNN ცნობით, რომ NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 იანვარს დედამიწას, დაახლოებით, 1,1 კილომეტრი სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება.
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასტეროიდი ჩვენს პლანეტას თითქმის 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის. ის 76 192 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.
მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდი დედამიწას საკმაოდ უსაფრთხო მანძილზე ჩაუფრენს, NASA მას "პოტენციურად საშიშ ობიექტად" მიიჩნევს.