რუსთავში 1147 მოქმედი ლიფტიდან ამ დროისთვის 750 უკვე უფასოა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელმა დავით ხაჩიძემ განუცხადა.
მისი თქმით, იმისათვის რომ დარჩენილი ლიფტებიც უფასო გახდეს, მიმდინარეობს რიგი ტექნიკური სამუშაოები და, სავარაუდოდ, 10 დღეში ქალაქის მასშტაბით ყველა მოქმედი ლიფტი რუსთაველებს უფასოდ მოემსახურება.