დღის მანძილზე ხანძარი იყო კოხტას მთის ფერდობზე, თელავში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით 70 ჰექტარზე მეტია დამწვარი, სტიქია იყო ყვარელში სოფელ შილდაში, სადაც 1 ჰექტარზე მეტია დამწვარი. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არის. ხვალ დილიდან ხანძრის ლოკალიზება გაგრძელდება, რომელშიც 400-ზე მეტი მეხანძრე ჩაერთვება სამუშაოებში. ცეცხლი გაუჩნდა ბალახს დედოფლისწყაროს სოფელ ყარაჯალაშიც სადაც 2 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა.
ხანძარი იყო თუშეთში, ცეცხლი ამ მომენტისთვის ლოკალიზებული არ არის. ხვალ ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება. ცეცხლი უკვე ჩააქრეს ჯუთაში, საღამოს კი ხანძარი ხულოს ტყეში გაჩნდა, ადგილზე 30 მეხანძრეა მობილიზებული.
დედაქალაქში ცეცხლი დღის მანძილზე ჯერ ლისის ტბაზე მოგვიანებით კი ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე გაჩნდა, აღნიშნულ ტერიტორიებზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.