რუსთავში, კოსტავას 16–ში სახანძრო–სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული. წიგნების მაღაზია "ლიბრაში" კაბელი აალდა და პლასტიკატი დაიწვა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. 112–ში მეზობლებმა დარეკეს და სახანძროს ეკიპაჟი გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟიც. პრობლემა რამდენიმე წუთში აღმოიფხვრა. უსაფრთხოების მიზინით ელ.ენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთით შეუწყდა კოსტავას ქუჩას.