5 ახალი ნაგავმზიდი დასუფთავების სამუშაოებში ჩაერთო

2017-09-01 15:30:34

რუსთავში დასუფთავების სამუშაოებში დღეიდან 5 ახალი ნაგავმზიდი ჩაერთო.

როგორც "ინფო რუსთავს" დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა ბადრი მოდებაძემ განუცხადა, ნაგავმზიდები დღეიდან ძველ რუსთავსა და ახალი რუსთავის ნაწილს მოემსახურება.

შეგახსენებთ, სპეცტექნიკა ქალაქის თვითმმართველობამ დაბალპროცენტიანი სესხით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან შეიძინა. ტექნიკის შესაძენად მერიამ,  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 297 589 ევროს ღირებულების სესხი აიღო.