ახალი წლის დღეებში, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი შეიცვლება. ამის შესახებ განცხადებას კომპანია "ინტერტრანსი" ავრცელებს.
"ახალი წლის დღეებში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი მცირედით შეიცვლება.
კერძოდ, 31 დეკემბერს ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 22:00 საათზე, თბილისიდან კი 23:00 საათზე შესრულდება. რაც შეეხება რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით დილის საათებში გადაადგილებას, მიკროავტობუსები პირველ გასვლას ტრადიციულ დროს განახორციელებენ.
1 იანვარს, პირველი მარშრუტი რუსთავიდან დილის 08:00 საათზე შესრულდება, ღამის საათებში კი მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ.
"ინტერტრანსი" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.