რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე საბავშვო კუთხე მოეწყობა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მშენებელთა ქუჩის N42-თან ტრენაჟორებისა და საბავშვო გასართობი კონსტრუქციების გასაკეთებლად 46 695 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.