რუსთავის შიდა საქალაქო მიკროავტობუსებზე მგზავრობის ფასის გაძვირება არ იგეგმება.
ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მერიის ტრანსპორტის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა, დაჩი გიორგაძემ განუცხადა.
გიორგაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით საუბარიც არ ყოფილა.