ახალგაზრდობის სკვერში საახალწლო განათებები ჩაირთო [photo]

2021-12-24 19:48:40

რუსთავის ახალგაზრდობის სკვერში საახალწლო განათებები ჩაირთო. პარალელურად, რეკრეაციულ სივრცეში დაიწყო საახალწლო სოფლის მოწყობის სამუშაოებიც.

რაც შეეხება ახლადშეძენილ ნაძვის ხეს, რომელიც სწორედ ახალგაზრდობის სკვერშია განთავსებული, მისი ანთებისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

რეკრეაციულ სივრცეში დაგხვდებათ სხვადასხვა საახალწლო ილუმინაცია და დეკორაცია.

განათებების მონტაჟი "რუსთავსერვის ცენტრმა" განახორციელა.