რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
დენი არ აქვს, ლეონიძეს, 21-ე, 20-ე მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებს.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ერთ კორპუსში დენი ავარიულად გაითიშა, ელ. ენერგიის მიწოდების აღსადგებად კი საჭირო გახდა დენის სხვა კორპუსებში გათიშვა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ დენი 10 წუთში აღდგება.