შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე განათებები ჩაირთო

2021-12-21 13:40:04

რუსთავში, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე საახალწლო განათებები ჩაირთო. სადღესასწაულოდ მორთულია აღნიშნულ გამზირებზე არსებული გზის შუაგამყოფი ზოლები.

განათებებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ნაძვის ხეების ასოციაციაა შექმნილი.

შეგახსენებთ, საახალწლო ილუმინაციებისა და დეკორაციების მონტაჟის სამუშაოები რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა განახორციელეს.

საახალწლოდ მორთულია ქალაქის ცენტრალური ქუჩები და რამდენიმე რეკრეაციული სივრცე.