რუსთავში, თეატრის უკანა სკვერში საახალწლო განათებები და ნაძვის ხე აინთო. [ვიდეო/video]
რეკრეაციულ სივრცეში ნაძვის ხის გარდა განთავსებულია სხვადასხვა სახის ილუმინაციები, მათ შორის ანგელოზის ფორმის ფიგურები.
გარდა სკვერისა, აინთო შარტავასა და მეგობრობის გამზირზე შუაგამყოფ ზოლზე დამონტაჟებული განათებებიც.
საახალწლო დეკორაციების მონტაჟზე ქალაქში "რუსთავსერვის ცენტის" თანამშრომლებმა იზრუნეს.