პარალელურ რეჟიმში რუსთავში სხვადსხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ქალაქის მასშტაბით 31 სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება, ამ დროისთვის კი მოსამზადებელი სამუსაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუსაოებისთვის 1 მლნ 255 515 ლარია გამოყოფილი. გრძელდება გზის რაბილიტაციის პროცესი გრანელის, ტოდრიისა და ლეონიძის ქუჩებზე. აქტიურად მიმდინარეობს #10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა ცურტაველის ქუჩაზე, #6 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ჭყონდიდელის დასახლებაში, #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია. სულ რუსთავში 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქედან, სამუშაოებისთვის 9 მლნ 500 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება.