შპს “MTG” და შპს “GIO” –ს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია. ტაქსის კომპანიები დღეს ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ და პატარებს ტკბილეული გადასცეს. კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, საქველმოქმედო აქცია მოსახლეობის დახმარებით შედგა.
„ერთი განხორციელებული ზარიდან ერთი თეთრი მოხმარდა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. ტკბილეული ამ თანხით შევიძინეთ, ამიტომ ჩვენ მომხარებლებს გვინდა ვუთხრათ მადლობა, მათ წვლილი შეიტანეს ქველმოქედებაში.“ - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
აქცია 9 ივლის დაიწყო. მოსახლეობის მიერ 27 88 88 ან 27 60 60 ნომრებზე განხორციელებული ტაქსის მომსახურებიდან, ერთი თეთრი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, აქცია ერთჯერადი არ არის და აქტივობა პერმანენტულ სახეს მიიღებს.