რუსთავის კოვიდკლინიკებში 5 პაციენტი გარდაიცვალა

2021-12-17 23:19:58

რუსთავის 2 კოვიდკლინიკაში 14, 15, 16 და 17 დეკემბერს კორონავირუსს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილებს შორის სამი მკურნალობის კურს კლინიკა "რუსთავში" გადიოდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ინფიცირებულებს შორის 2 ქალი, ხოლო ერთი კაცი იყო. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტეს შორის ყველაზე ახალგაზრდა 50 წლის იყო.

2 ადამიანი გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის ერთი წალი, მეორე კი მამაკაცი იყო. პაციენტები 68 და 74 წლისები იყვნენ.