რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ვიდეო რგოლის გადაღება მიმდინარეობს.
როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი ბანკის სარეკლამო რგოლს იღებენ.
გადაღებებთან დაკავშირებით რუსთაველის ქუჩაზე გადაკეტილია საავტომობილო გზა.
ავტომობილების მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე 18:00 საათამდე იქნება შეზღუდული.