თურქეთში, ფალსიფიცირებული და კონტრაბანდული ალკოჰოლის მიღებისგან მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა, 20 კი- დაშავდა.
euronews-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში რეიდები ჩაატარეს და 30 000 ლიტრზე მეტი ფალსიფიცირებული ალკოჰოლი ამოიღეს.
მათივე ცნობით, სამართალდამცავებმა ჩხრეკა 342 მისამართზე განახორციელეს, მათ შორის არალეგალურ საწყობებსა და საამქროებში.
მომხდართან დაკავშირებით 60-მდე ადამიანია დაკავებული.