ბოლო პერიოდში რუსთაველების დიდი ნაწილი ყველაზე ხშირად რუსთავი-თბილისის ავტობანზე ჯარიმდებიან.
ჩქაროსნული მაგისტრალის გზის ორთაჭალის მონაკვეთზე (რესტორანი მარაბდა - ავტოსადგური) ორივე მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის დამონტაჟებულია კამერები, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებას აფიქსირებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია 80 კმ/სთ +15 კმ/სთ გადაადგილება.
იქიდან გამომდინარე რომ მაგისტრალი ჩქაროსნულია მძღოლების ნაწილი გვიან ამჩნევს საგზაო ნიშანს და 50 ლარით ჯარიმდება.