საშემოდგომო სამუშაოები რუსთავში

2021-12-15 16:05:02

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს.

კერძოდ, სუფთავდება ტროტუარებთან არსებული მწვანე საფარი. "რუსთავსერვის ცენტრის" მობილური ჯგუფი ფოცხავს გამხმარ ხის ტოტებს, ფოთლებს და ტერიტორიიდან გააქვს აღნიშნული ნარჩენები.

დასუფთავების სამუშაოებში რამდენიმე თანამშრომელია ჩართული.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავსერვის ცენტრი" მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.