"თუთარჩელას" კიდევ ერთი წარმატება

2017-08-29 14:25:56

რუსთავის საგუნდო ანსამბლ "თუთარჩელას" მორიგი წარმატება. ანსამბლმა  გერმანიაში, ბად ჰერსფელდის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალის დახურვის კონცერტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც დაესწრო.
"თუთარჩელამ" და გერმანულმა "ბლეხბლეზერის" საგუნდო ანსმაბლმა ფესტივალის დასკვნით საღამოზე პატრიარქის საგალობელი ერთობლივად შეასრულეს. კონცერტს 1400-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

გერმანიის ქალაქი ბად ჰერსფელდი აღნიშნულ ფესტივალს 1951 წლიდან მასპინძლობს. ღონისძიება უძველესი მონასტრის ნანგრევებში ტარდება და მთელი ევროპის მასშტაბით პოპულარულია. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რუსთავის გუნდი  საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.