შიდა ეზოების დასუფთავება მიმდინარეობს

2017-08-29 14:09:55

რუსთავში შიდა ეზოების დასუფთავება მიმდინარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო.
მეეზოვეები ცენტრალური ქუჩების გარდა, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს დღის განმავლობაში 2-ჯერ ასუფთავებენ.
ქალაქის მასშტაბით მიმდინარე შესაბამის სამუშაოებს ააიპ "დასუფთავების სამსახური" უზრუნველყოფს.