ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ სამსარაში შუახნის მამაკაცი ყოფილი ცოლის სახლში შეიჭრა და 4 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი დაჭრა.
დანით ჭრილობები მიყენებული აქვს შუახნის ქალსა და კაცს(სავარაუდოდ, ყოფილი ცოლის ძმა და რძალი), ხოლო ასაკოვანმა ქალმა (სავარაუდოდ, ცოლის დედა) დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა და შოკურ მდგომარეობაში იყო, რის გამოც გვიან ღამით, თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. თბილისშია გადაყვანილი ასაკოვანი კაციც.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.