ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
გარდაცვლილია 35 წლამდე კაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა.