ლეკვს კიდურები აქვს მოჭრილი

2017-08-28 13:05:38

რუსთავში, სავარაუდოდ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და წამების ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" არასამთავრებო ორგანიზაცია ,,ცხოველთა მეგობრობის’’ ხელმძღვანელმა ირინა ლიკლიკაძემ განუცხადა.

შემთხვავა გუშინ ღამით მე-19 მიკრორაიონში მოხდა, ძაღლი ერთ-ერთმა მოქალაქემ ნახა. თვითმხილველი სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს, მისი თქმით, ექსპერტიზა გაარკვევს ცხოველი ნაწამებია თუ არა.

მე-19 მიკრორაიონში ნაპოვნ მიუსაფარ ლეკვს კიდურები აქვს მოჭრილი.