ოჯახის წევრები 68 წლის ქალს ეძებენ

2021-12-06 14:58:15

გურჯაანის რაიონში 68 წლის ქალს ეძებენ.

თინათინ შიშნიაშვილი სოფელ ჯიმითში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 29 ნოემბერს გავიდა. იგი ბოლოს, ამავე სოფელში მდებარე წმინდა გიორგის ტაძართან დააფიქსირეს. მიმდებარედ იპოვეს მისი კუთვნილი ჩანთა.

როგორც დაკარგული ქალის ოჯახის წევრმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ქალს შავი ზედა და ჭრელი და ჭრელი ქვედაბოლო ეცვა ბოლოს.

დაკარგულის ოჯახი დახმარებას ითხოვს. თუ გაქვთ ინფორმაცია ხანდაზმული ქალის შესახებ დაუკავშირდით ოჯახს: 558 677 444