ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. რის შედეგადაც, ადგილზე ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი