გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაადეპორტეს

2021-12-03 11:48:17

გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაადეპორტეს.

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს, ფრონტექსის წარმომადგენლის, ირამ ცირამუას თქმით, ეს 2021 წელს საქართველოს მოქალაქეთა 30-ე დეპორტაციაა.

"გერმანიიდან და შვედეთიდან მოხდა გაერთიანებული დეპორტაცია. დაახლოებით, საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. თავშესაფრის მიზეზად ისინი ასახელებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს  თავიანთ ქვეყანაში და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ წელიწადში ეს, დაახლოებით, 30-ე დეპორტაციაა",– თქვა ცირამუამ.