„ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“- საარჩევნო პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობის შესახებ რუსთავში ტრენინგი გაიმართა. ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. გაიმართა ფილმის ჩვენებაც, სადაც ხმის მიცემის პროცესში მომხდარი დარღვევები და ამ დარღვევების თავიდან აცილების გზები იყო გადმოცემული. ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა მოდელირებული ხმის მიცემის პროცესიც. აქტივობის დასასრულს, ორგანიზატორებმა ქალაქში საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებელი ბუკლეტები დაარიგეს.