ისრაელმა"ომიკრონის" გამო ფრენები ყველა ქვეყანასთან აკრძალა

2021-11-28 14:10:26

ისრაელი კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" გავრცელების ყველა ქვეყანასთან 14 დღით ფრენები აკრძალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.

ისრაელში ომიკრონის ერთი აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. ისრაელის მოქალაქეებს ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნების დროს "პსრ" ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა და სამი დღით კარანტინში გადასვლა მოუწევთ, თუ აცრილები არიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუ არა მაშინ 7 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ახალი შტამის გამო, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შემაშფოთებელი ვარიანტების კლასიფიკაცია მიანიჭა, შეზღუდვებს აწესებს ამერიკა, ევროპა და მათ შორის საქართველოც. მათ სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან ფრენები აკრძალეს.