საკრებულოს სხდომათა დარბაზში მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობაზე იმსჯელეს. კომისიის სხდომას ელზა ლეკვეიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას საკრებულოს წევრები, დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი და არასამათვარობო ორგანზაციის „ცხოველთა მეგობრები“ წარმომადგენელი ესწრბოდნენ. შეხვედრაზე რუსთავში არსებულ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარზე იმსჯელეს, რომელიც ქალაქში უკვე ორი წელია ფუნქციონირებს. შეკრებილებმა თავშესაფარში არსებული ხარვეზები და პრობლემების მგვარების გზები განიხილეს. „ცხოველთა მეგობრების“ წარმომადგენლის განცხადებით, რუსთავში მიუსაფარი ძაღლების არსებობის საკითხი კიდევ მრავალი წელი იქნება აქტუალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელსეწყობასთან ერთად, აუცილებელია ძაღლებისგან თავდაცვა, მოსახლეობამაც ისწავლოს
„მინიმუმ 10 წელი ქუჩაში შეგხვდებათ უსახლკარო ცხოველი თუ გინდათ რომ იყოთ უსაფრთხოდ, შეგიძლიათ ამ არსებებთან კომუნიკაცია ისწავლოთ“- აცხადებს ირინა ლიკლიკაძე. ნახეთ ვიდეო.