ავარია მსხვერპლით დასრულდა

2017-08-26 11:19:48

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში მოხდა. დაახლოებით ღამის 3 საათზე მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა. ავარიის შედეგად 2 მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს - "ფაქტს ვადასტურებთ, ავტომანქანის შეჯახება მოხდა ხეზე და გარდაცვლილია 2 მამაკაცი. გამოძიება მიმდინარეობს 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით".