რუსთავში, რესტორან "ლაზიკასთან" ხმაური იყო.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ერთმანეთს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ჩხუბის მიმდინარეობისას ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცავებმა რესტორანთან სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
"ლაზიკასთან" უსაფრთხოების მიზნით, იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც.