ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ქვემო ქართლის გუბერნატორი ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელს ცალ-ცალკე შეხვდა და 2017 წელს განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.
გიგა ნემსაძის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით რიგი ხარვეზები და ვადაგადაცილებები დაფიქსირდა, რომლთა უმოკლეს ვადაში აღმოფხვრისთვის შესაბამისი მითითებები გაიცა.