რუსთაველი მოსწავლე 15 წლის მარიამ ენუქიძე აშშ-ში ინდიანას უნივერსიტეტში 4 კვირით გაემგზავრება. რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართული გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე აშშ-ს საელჩოს პროექტის „კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის“ გამარჯვებულია. მარიამი კონკურსზე რუსთავის ამერიკულმა კუთხემ წარადგინა, მან პროექტის შესარჩევ ეტაპზე რამდენიმე გასაუბრება გაიარა და საკუთარი ბიზნეს იდეით გაიმარჯვა. რუსთაველი მოსწავლე ინდიანას უნივერსიტეტში სამეწარმეო უნარ-ჩვევებსა და ინგლისური ენის ცოდნის დონეს გაიუმჯობებსებს. პროგრამაში, რომელიც მეწარმეობის განვითარებას ემსახურება, საქართველოს მასშტაბით 10-მა მოსწავლემ გაიმარჯვა.