ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა წერილი გაავრცელა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინონ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფის რეკომენდაციები.
"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას 1-ელი ოქტომბრის, მისი დაკავების შემდეგ - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად.
მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო მუშაობას დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნის კუთხით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას შესამოწმებლა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ის, რომ ბატონი სააკაშვილი დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ ის ამას მოითხოვს,”- აღნიშნულია განცხადებაში.