რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-11-18 18:33:48

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს 02:00-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, შარტავას, ლესელიძის, მარის არხის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში რუსთავის 22 კმ, რუსთავის გზატკეცილი 19/5 კმ., თბილისი-რუსთავის მე-18 კმ.  

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.