რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "აუდისა" და"მერსედესის" მარკის ავტომობილები ერთმანეთს, შემდეგ კი ერთ-ერთი მე-2 საჯარო სკოლის ღობეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მშენებელთა ქუჩაზე უსაფრთხოების მიზნით იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟიც.