XVII და XIX მიკრო-რაიონებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნების განთავსება მოხდა. იმის გამო ურნები გზის სავალ ნაწილზე იყო დადგმული და მძღოლებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა, მათთვის სპეციალური ადგილები გამოიყო. შეგახსენებთ, რომ XVII მიკრო-რაიონში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები, რომელიც საცხოვრებელ სახლებში იყო განთავსებული გაუქმდა. შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიაზე, დამატებით ახალი ურნები განთავსდა. სამუშაოები ააიპ "უზრუნველყოფამ" განახორციელა.