სომხეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა

2021-11-16 17:39:09

სომხეთსა და აზერბაიანს შორის ვითარება ისევ დაიძაბა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელი შეიარაღებული დაპირისპირების დროს არის მსხვერპლი და დაჭრილები.

თუმცა, ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

უწყების ცნობითვე, ვითარება სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით უკიდურესად დაძაბულია.

ოფიციალური ერევანი და ბაქო მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.