იტალიაში სამართალდამცავებმა 30 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ კრიმინალური წარსულის მქონე ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეპარვას ცდილობდა, რა დროსაც ფაქტზე პოლიციამ მიუსწრო და დააკავა.