ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2021-11-15 17:20:56

რუსთავში, ლესელიძისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [video/ვიდეო]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესისა" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ორივე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ბორდიურზე ავარდა, ხოლო "ფოლკსვაგენის" ავტომობილი რკინის ღობეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივები "ინფო რუსთავს" უცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ავარია მოხდა და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებელმა პირებმა შესაბამისი ზომები მიიღონ.