"უცნაური" სპექტაკლი რუსთავში [video]

2021-11-14 23:30:24

რუსთავის თეატრის ახალი სპექტაკლი ალტერნატიულ სივრცეში. [ვიდეო/video]

ენჯე გიზატოვას პიესა "მიმძიმს ამაზე საუბარი“ სოსო ნემსაძემ დრამატურგიის ფესტივალზე აღმოაჩინა და ქართულად სწორედ მისი ინიციატივით ითარგმნა, შესაბამისად პიესა ქართულ თეატრალურ სივრცეში პირველად დაიდგმება. სპექტაკლი "37-იანი წლების“ მძიმე პერიოდზე მოგვითხრობს.

"პროპაგანდამ თავისი გაიტანა. ადამიანს თუ თეთრზე დიდი ხანი ეჩიჩინები, რომ შავია დააჯერებ. რასაც გინდა იმას დააჯერებ. დააჯერებ, თუ ეშინია და სურვილიც დაკარგა რომ გაერკვეს სიმართლეში. ხო და დააჯერეს, რომ... საბჭოთა კავშირში კი ხალხს არ აქვს სურვილი სახელმწიფო ცოდვებზე სიმართლე იცოდნენ. ასე უფრო კომფორტულად არიან". პიესა ერთი რეპრესირებული ოჯახის ტრაგედიაზე მოგვითხრობს, მტრად შერაცხული კაცის და მისი მეუღლის ამბავზე. წამება, ჯგუფური გაუპატიურება დედების სასაფალაოებზე, საერთო სამარხებზე, მოსმენები და ათასი სისასტიკე.

ანდერგრაუნდულ სივრცეში წარმოდგენილი მძაფრსიუჟეტიანი დრამა მაყურებლს ეპოქის სიმძიმეს კიდევ უფრო ნათლად დაანახებს და ვირტუალურ წარმოდგენასაც უკეთესად შეუქმნის.

რეჟისორი - სოსო ნემსაძე, კოსტუმების მხატვარი - ბარბარა ასლამაზი, ტექ.რეჟისორი - ინა ხომასურიძე. მონაწილეობენ: არჩილ მაკალათია, ლაშა კანკავა, ნათია მელაძე, გვანცა კანდელაკი, თეონა ხვედელიძე, ანა შარვაძე, ბექა კულიჯანაშვილი, მარიამ კვიტაიშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე, ნათია არბოლიშვილი.