"ხარების" ახალი ფორმა (ფოტოები)

2017-08-23 21:06:11

დღეს რუსთავის სარაგბო სტადიონზე "ხარებმა" ახალი სათამაშო ფორმა და ახალწვეულები წარადგინა. მომავალ სეზონში რუსთაველთა რიგებში კვლავ ითამაშებს ვაჟა ხუციშვილი, რომელიც გასულ სეზონში "ლოკომოტივ"-ში ასპარეზობდა, ასევე "ჯიქები"-დან დაბრუნდნენ ბიძინა ჯიმშიტაშვილი და ნიკა ბეჟუაშვილი, ხოლო "არმაზი"-დან გუნდს შეუერთდა ირაკლი ჩომახაშვილი. ასევე ა ლიგიდან დიდ გუნდში ამოვიდნენ ლევან ნარიმანიძე, ზურა ქავთარაძე, პაატა ბურჭულაძე და ლუკა გელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ წელს რუსთავის "ხარები"-ს მხარდამჭერი გახდა კომპანია "მადაგონი",რომელმაც კლუბს სათამაშო ფორმა შეუძინა.

რუსთავის "ხარები" მადლობას უხდის კომპანია "მადაგონს' მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.