მეტროს ლიანდაგში ახალგაზრდა ჩავარდა

2021-11-12 20:30:45

მეტროსადგურ "დიდუბის" ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა.

ინციდენტის გამო, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ამ წუთებში რელსებიდან ახალგაზრდის ამოყვანას ცდილობენ.

მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარობა ამ დროისთვის უცნობია.