სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათისა და წყლის სახელმწიფო კონტროლის მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისსა და თეტრიწყაროში, ნედლი რძის მწარმოებელ და შემკრებ 5 პუნქტზე ბრუცელოზის შემთხვევები დადასტურდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის ვეტერინარიის დეპარტამენტს გადაეგზავნა. უწყების ცნობით, ნედლ რძეში ბრუცელოზის 5 შემთხვევა იმერეთის რეგიონში ფიქსირდება, 3 - მცხეთა - მთიანეთში, ხოლო 5 - ქვემო ქართლში.
მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული მონიტორინგი სალმონელას, ლისტერიას, პესტიციდებზე, ტრანსცხიმებსა და სანიტარულ ნორმებზეც გატარდა, რა დროსაც სალმონელა 2 შემთხვევაში დაფიქსირდა და განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირებისას ობიექტს საწარმოო პროცესის წარმოება შეუჩერდა; სანიტარული ნორმების დარღვება 10-დან 4 შემთხვევაში ფიქსირდებოდა; წყლის შემოწმების დროს კი დარღვევები 151 შემთხვევიდან 64 შემთხვევაში ფიქსირდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.