როგორ მიიღებენ პენსიონერები 200 ლარიან დანამატს?!

2021-11-12 12:45:49

პენსიონერები კოვიდ 19 - ის წინააღმდეგ აცრის შემთხვევაში 200 ლარიან დანამატს მიიღებენ. კორონავირუსის საწინააღმდეგო, პირველი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, ინფორმაცია შესაბამის საიტზე აისახება, რის შემდეგაც პენსიონერს 200 ლარიანი დანამტი ავტომატურად, საპენსიო ბარათზე დაერიცხება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, ასევე შესაძლოა დანამატი პენსიონერმა, საპენსიო თანხასთან ერთად მიიღოს.

8 ნოემბრიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე გაიკეთებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.