ზურაბ მაისურაძე რუსთავის მერობის კანდიდატად დაასახელეს (ვიდეო)

2017-08-23 19:37:29

განახლებულმა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსთავში მერობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის ლიდერებმა რუსთავის მოსახლეობას ზურაბ მაისურაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და პარტიის წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს. ზურაბ მაისურაძის მთავარი დაპირება მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქში ინვესტიციების მოზიდვა და სტუდენტების ხელშეწყობაა. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად გურამ ლაცაბიძე წარადგინა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოლქების მიხედვით კი შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

№1 ოლქი - ნანა შატბერაშვილი

№2 ოლქი - ლიკა მაისურაძე

№3 ოლქი - ჯუბა მგელაძე

№4 ოლქი - გიორგი მღებრიშვილი

№5 ოლქი - გიორგი გოგილაშვილი 

№6 ოლქი - დავით სულაძე 

№7 ოლქი - ვაჟა მორგოშია

№8 ოლქი - ნონა გელაშვილი

№9 ოლქი - ანა სანაია

№10 ოლქი - კახა ცერცვაძე

(ნახეთ ვიდეო)