მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-11-12 00:56:17

12 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. შემდგომში, 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 12 ნოემბერს (ძირითადად ღამისა და დილის საათებში) შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +11 გრადუსი იქნება, შემდგომში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 12 ნოემბერი +11°C, 13 ნოემბერი +13°C, 14 ნოემბერი +15°C, 15 ნოემბერი +13°C.