საპროტესტო აქციაზე 2 პირი დაშავდა

2021-11-11 16:47:55

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს.

დაშავებულია აქციის ორი მონაწილე. ერთ-ერთ დაზიანება თავის არეში აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, ერთ-ერთ მოქალაქეს თავი გაუტყდა.

"გამოძახებულია სასწრაფო. პოლიციელებო, მემანიშვილო, კორუმპირებულო, სახურავიდან ისროლეს ორი ქვა და თავი გაუტეხეს. კრიმინალების მფარველებო, არ გრცხვენიათ?! ამ ქვამ რომ ვინმე იმსხვერპლოს, გადაირიეთ თქვენ?!",-აღნიშნა მელიამ.